პირველი მაისის ამინდის პროგნოზი
1-ელ მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +14 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურშიც ნალექიანი დღე და +6 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +9, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +19 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.