2 მაისის ამინდის პროგნოზი

2 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ქუთაისში +17 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +14 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი