თბილისში „კარიერის ფესტივალი“ გაიმართება

6 მაისს ვაკის პარკში 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე „კარიერის ფესტივალი“ გაიმართება.

HR hub–ის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.

მათივე ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია www.sfero.ge -ზე.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და მისულ ადამიანებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ლელა დევდარიანი


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

პოდკასტი