3 აპრილის ამინდის პროგნოზი

3 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +14 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი