4 მაისის ამინდის პროგნოზი
4 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +20 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.