5 მაისის ამინდის პროგნოზი
5 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსია, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +24 ღამის ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.