ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს
„ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს.
სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება: თბილისი, რუსთავი, გორი, კასპი, თეთრიწყარო, თელავი, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ზუგდიდი, ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.
“ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს, გიდებს. ტრენინგი უსასყიდლოდ იმართება. დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599460099”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ტრენინგის თემატიკებია: ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:
ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება – საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები – MICE ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები და გამოფენები);
ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები).
ლელა დევდარიანი