თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს
თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამა აღმოაჩინეს. აკლდამები დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 12-მდე სამარხია აღმოჩენილი, რომლებიც ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო, მეტ-ნაკლებად დაზიანებულია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას, ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ფაქტის შესახებ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, უკვე აცნობა. ახლა, აკლდამებს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.
მათივე ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა, უახლოეს მომავალში დასრულდება.
სალომე ხომასურიძე