10 მაისის ამინდის პროგნოზი
10 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ქუთაისში +23 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაში გამოიდარებს, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +22, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც ნალექიანი დღე და +13 გრადუსი ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.