17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე ტრადიციულად აღინიშნება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება. მსვლელობა ქაშვეთიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე იგეგმება.

„ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.

პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრიობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!

უფალმა დაგლოცოთ!“, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი