პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია.

ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.

,,საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური. პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის. მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა თავისივე 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს უკრძალავდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით გააუქმა.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი