ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან ხუთშაბათსა და კვირას, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, რეგულარული რეისები დამატებით ორი სიხშირით შესრულდება. ამ ეტაპზე კი, ყოველდღიურად ხორციელდება.

ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სიხშირეების 7-დან 9-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აბუ დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების ზრდით, მგზავრთნაკადის 30 %-იანი ზრდა არის მოსალოდნელი და ახლო აღმოსავლეთიდან იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

“ეს არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პროექტ ’’Let’s get lost with Wizz” ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის გრძელვადიანი შედეგი. ჩვენმა ბიზნეს განვითარების გუნდმა წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და შედეგიც სახეზეა: თუ 2022 წლის ბოლომდე აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები კვირაში 5 სიხშირით სრულდებოდა, ავიაკომპანიამ 2023 წლიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო და ზაფხულიდან სიხშირეების გაზრდას კიდევ გეგმავს. ამ პროექტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა”, -განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2022 წლის აგვისტოში, ქუთაისში, პროექტ Let’s get lost with Wizz ფარგლებში ჩამოსული ბლოგერებისა და ინფლუენსერების სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ქუთაისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი