საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცემ გამოფენას “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე ეროვნულ არქივში დაცული 1918- 1921 წლების საქართველოს ისტორიის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა გამოიფინა. პავილიონში წარმოდგენილი იყო როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა- აქტები, ჰიმნის ნოტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ასევე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები, ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა და პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟები.

ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია ორი თვის განმავლობაში დარჩება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ლიკა მაჩხანელი


“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

რას გვიამბობს ლეგენდები იდუმალებით მოცული ქალის ციხეზე

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

პოდკასტი