,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა
გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა.
,,სანამ სული მიდგას, ვიომებ“-ამბობდა გენერალი. მან ეს პირობა პირნათლად შეასრულა. გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც, უარი არ თქვა დანებებაზე და აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა განაგრძო. გენერალი, 28 სექტემბერს, კელასურის ხიდზე გმირულად დაეცა.
1993 წლის ნოემბერში, გენო ადამიას თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს და თბილისის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.