თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი გაიხსნა

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“ ადგილობრივ ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმს მასპინძლობს. პროექტი ,,მდგრადი განვითარება- მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფორუმი ბევრად მასშტაბური და დატვირთულია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი თემატიკა ურბანული ცხოვრების თანამედროვე, გლობალურ ტენდენციებსა და საჭიროებებს ასახავს, რომელიც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიულ ქმედებებს მოითხოვს.

,, ეკონომიკური განვითარების ცვალებადი პარადიგმებისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში, განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტების უზრუნველყოფა, ჩვენგან მოითხოვს რაციონალურ, გონივრულ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს. მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთმხარდაჭერით“,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი, მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, 2007 წლიდან ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში, ქალაქი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მონიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ყოველწლიურად მასპინძლობს.

ადგილობრივ ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ლიკა მაჩხანელი