,,მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“ უკვე გაყიდვაშია

გამომცემლობა ,,ლაზარემ“ კიდევ ერთი ახალი წიგნი ,,მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“ გამოსცა. საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელო  საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა თარგმნა. ,,მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“ ორ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. მასში განხილულია ყველა სამართლებრივი საკითხი, რომელიც ეხება ეკლესიის არსს, მისი დამფუძნებლის განგებასა  და ეკლესიისთვის განსაზღვრულ მისიას, შიდა მართვასა და მოწყობას, დიკასტერიის სისტემას, საეკლესიო ქონების ფლობის უფლებასა და განკარგვას, ყველა იერარქიული საფეხურის სასოლიერო პირთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას, მოქმედების არეალსა  და მნიშვნელობას. წიგნში, ამასთანავე, ვრცლადაა მიმოხილული ისეთი სახის ურთიერთობები, როგორიცაა  მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიებსა თუ კონცეფციებს შორის დამოკიდებულება. ყველა ამ საკითხს შესატყვისი კანონები აქვს დართული, რომლებიც მიღებულია მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო და ადგილობრივ კრებებზე.

წიგნის შეძენა საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძართან არსებულ საეკლესიო მაღაზიაშია შესაძლებელი.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი