გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – ,,აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონებიდან- საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ“ მიიღო. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით , რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებით,  თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ  თანადგომა გამოუცხადა დევნილებს.

საქართველომ აღნიშნული რეზოლუცია 2008 წლიდან წარადგინა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას. ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ლტოლვილთა და იძულებით  გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.

რეზოლუცია, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯოესებლად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა  და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან  შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა როგორც დევნილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

პოდკასტი