საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს
2024 წელს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. საქართველო, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყანად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38- მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. სხდომას საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.