„გამომყევი აჭარაში“- პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო

შიდა ტურიზმის კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაწყებულია. ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებსა და ცნობილ სახეებს საშუალება ეძლევათ  აჭარაში იმოგზაურონ და  კამპანიის მთავარი პრიზი – 100 000 ლარი მოიგონ.

პროექტის “გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი, ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდეს პროექტში, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით  მაქსიმალური წვდომა დააგროვოს და  პროექტის გამარჯვებულიც გახდეს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც  აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები წინასწარაა განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებისთვის განაწილებული ადგილები შედგენილია „აჭარის ტურისტული ანბანის“ პროექტის მიხედვით. მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი, ცნობილი თუ ნაკლებცნობილი ტურისტული ადგილები, პროდუქტები და ობიექტებია შესული.

კამპანიის მთავარი პრიზის – 100 000 ლარის მოსაგებად, აუცილებელია მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში 10 მილიონ წვდომას უნდა აღემატებოდეს. ამასთან, მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეული  20 000 – 20 000 ლარს მიიღებს. ამ შემთხვევაში, 10 მილიონიანი წვდომის ბარიერის გადალახვა საჭირო აღარაა. პროექტი 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


ხიხანის ციხის დალაშქვრა უსაფრთხო ტურისტული ბილიკით იქნება შესაძლებელი

25 ივლისს, ირმა შარიქაძე ,,Irma De Flore“-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას წარადგენს

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტი საქართველოში

პოდკასტი