ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტი საქართველოში

ღია ბანკინგის/ფინანსების განვითარებისა და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა და  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტს  ხელიმოაწერეს.

ტექნიკური სენდბოქსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი და IFC მონაწილეებს საშუალებას მისცემს სატესტო გარემოში გაიარონ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით სცადონ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტების შექმნა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი ინერგება. IFC-სთან ერთად აღნიშნული პროექტის ხელმოწერა მნიშვნელოვანია, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ჩართული სტარტაპ და ფინტექ კომპანიებისთვის”,- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

“საქართველოში ღია ბანკინგის განხორციელება მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საფინანსო ბაზრის მოდერნიზებისა და გაძლიერებისთვის. ღია ბანკინგი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის. IFC მიესალმება საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას ამ სფეროში, რადგან ეს, თავის მხრივ, წაახალისებს საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების უფრო ფართოდ დანერგვას, გლობალური ტენდენციების შესაბამისად”,- აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

აღნიშნული პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა 22 კვირაა. ტექნიკური სენდბოქსისთვის შერჩეული API-ების შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად, პროექტის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლებლობა ექნება მიმართოს ღია ბანკინგის ჯგუფს ან ინოვაციების ოფისს.  განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ღონისძიებას საბანკო სექტორისა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC-სთან თანამშრომლობით ტექნიკური სენდბოქსი მიმდინარე წლის მაისში დააანონსა.


საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზებას იწყებს

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

„გამომყევი აჭარაში“- პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

,,ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“- საპატრიარქო ახალ პროექტს იწყებს

პოდკასტი