,,ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“- საპატრიარქო ახალ პროექტს იწყებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახალი პროექტს ,,ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“ იწყებს. თუ შეგიძლიათ მარტივად და ნათლად გადმოსცეთ ქრისტიანული სწავლების მთავარი ღირებულებები, მნიშვნელოვანი თემები, დააინტერესოთ მოზარდი და ჩართოთ შემეცნებით პროეცესში, მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა.

პროექტის  მიზანია გამოავლინოს ადამიანები, რომლებსაც მოზარდებთან ურთიერთობასა და მათთვის ცოდნის გადაცემაში განსაკუთრებული უნარი და ნიჭი გააჩნიათ. პროექტში მონაწილეებს მოზარდებისთვის ნაცნობი ლიტერატურიდან, იგავებიდან, ფილმებიდან ან ზღაპრებიდან უნდა შეეძლოს პარალელების მოყვანა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორიცაა: რწმენა, ერთგულება, სამშობლო, სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, მეგობრობა, სამყარო და სხვა. ეს პროექტი სამომავლო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობასა და ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ სხვადასხვა ერთობლივ აქტივობაში და მოზარდებს შეაყვაროთ ის, რაც თავად გიყვართ.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადოთ 5-10 წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას  პროექტის ხელმძღვანელებს გაუზიაროთ იმიტირებული საგაკვეთილო პროცესის მცირე მაგალითი და პრეზენტაცია, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით. რეგისტრაციის ვადა 23 ივნისს დასრულდება. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები კი 27 ივნისს დაჯილდოვდებიან.


,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება

პოდკასტი