საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება
![](https://24media.ge/wp-content/uploads/728f206c2a01bf572b5940d7d9a8fa4c.jpg)
საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება იწყება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით”,- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
პირველი საყოველთაო ნათლობა, სამების ტაძარში, 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.ამ დროისათვის, საქართველოს საჭეთმყრობელს 46 693 ნათლული ჰყავს.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)