საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალება

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია  უცხოეთის მოქალაქეებისთვის  2024 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება აღნიშნულთან დაკავშირებული რეკლამების განთავსებაც. ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

,,ის თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, მარტივად მოსაძიებელია. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში, შედარებით კომპრომისული პირობებია და ჩვენ მათი მაგალითი გვაქვს გადმოტანილი. ჩვენთან პროცესი არ არის კომერციული და, ასევე, კანონი შემოვსაზღვრეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პარლამენტს, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივას, მიმდინარე კვირაში წარუდგენს. მისი განცხადებით, აკრძალვის გადაწყვეტილება დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება დღემდე დარეგულირებული არ იყო.

,, ეს პრობლემა ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი დაურეგულირებელი იყო, ვერ ვადევნებდით თვალს, სად მიდიოდნენ ეს ბავშვები. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,- განმარტა მინისტრმა.

კანონში შესატანი ცვლილებები   ,,უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებას მოიცავს. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურვილი ექნება, რომ  იყოს დონორი ან სუროგატი,  უნდა იმოქმედოს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე  და ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესებთან დაკავშირებით დასჭირდება, ეს იქნება სამედიცინო გამოკვლევები თუ მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თუ 5  წლის წინ დონორებისა და სუროგატების რაოდენობა წლის განმავლობაში 1000 ადამიანი იყო, ახლა ეს რიცხვი 2000-ს აღწევს.  იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია, დამკვეთები, ძირითადად, არ არიან საქართველოს მოქალაქეები, არ რეგულირდება არც დონორობა და არც სუროგაცია, ამ მიმართულებით არანაირი აღრიცხვა არ ხდება, არის როგორც სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული პრობლემები,  ასევე სხვადასხვა სოციალური პრობლემებიც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პოდკასტი