ტაძარი, სადაც დავით ულუს გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი

წმინდა შიოს სახელობის მონასტერი  მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი. მონასტერი მდინარე თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელ სოფელ რუისპირსა და იყალთოს შორის მდებარეობს. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში მონასტრის ნაგებობათაგან მხოლოდ წმინდა შიოს სახელობის მონასტერია შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული.

მონასტრის საკურთხეველი  დარბაზისგან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი, ახლა კი მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მარანს წარმოადგენს, სადაც საწნახელი დღემდეა დაცული.

ეკლესია, თავის დროზე, ორსართულიანი ყოფილა. XX საუკუნის ბოლოს ჩატარებული რესტავრაციისას მეორე სართული ბეტონის კამარით გაუუქმებიათ.

წმინდა შიოს სახელობის მონასტერი  XIII საუკუნის შუა წლებში აუგიათ და 1247-1259 წლებში მთლიანად მოუხატავთ. დღესდღეობით, მოხატულობა მხოლოდ აბსიდასა და დასავლეთის კედელზეა შემორჩენილი.  მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ მეფე დავით ულუს გამოსახულება დღემდე შემორჩენილია.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი