ცნობები ეკლესიაზე, რომელიც ისტორიულ ერუშეთში მდებარეობდა- გოგიუბას უგუბა ამჟამად დანგრეულია

მე-10 საუკუნის  გოგიუბას ტაძარი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ერუშეთში ( ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელი ბიმბაშაქი) მდებარეობდა. ეკლესიაზე ცნობები, 1902 წელს, ექვთიმე თაყაიშვილმა ერუშეთში, ექსპედიციაზე ყოფნისას, მოიპოვა. ძეგლი საბოლოოდ მე-20 საუკუნის შუაწლებში განადგურდა. ნგრევის მიზეზი აფეთქება იყო .

ექვთიმე თაყაიშვილმა სოფლის მაშინდელი სახელი გოგიუბა წმინდა გიორგის სახელს დაუკავშირა და ეკლესიაც წმინდანის სახელზე აგებულად ჩათვალა. მოგვიანებით, თურქოლოგიის ფუძემდებელმა  სერგი ჯიქიამ და ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიამ ძეგლი შეისწავლეს. მათი განმარტებით, ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს სოფელ გოგუბას, რომელიც ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარშია“ აღნუსხული. დღეს მას გოგუბნის სახელითაც მოიხსენიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ქართული ტოპონიმი დადგენილია, ძეგლს მაინც ექვთიმე თაყაიშვილის დამკვიდრებული სახელი შემორჩა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი