ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდა. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება. 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მასში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში მცხოვრებ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ. 2023 წლის ,,საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორისაა:  კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი ( ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით, ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის); ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები); ჯომარდობა (ფასანაური) და ლაშქრობები თბილისის გარშემო ,ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.

„ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დეტალური ინფორმაცია  თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება.


„თბილისობის“ დღესასწაულს ეთნოგრაფიული მუზეუმიც შეუერთდება

სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება

საზაფხულო საბავშვო ბაგა – ბაღებში რეგისტრაცია იწყება

პოდკასტი