ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სრულად დაფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

როგორც, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აქამდე 120 000 ლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 000 ლარს ანაზღაურებდა.

„ ხშირად რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, 120 000 ლარს, დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პოდკასტი