ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სრულად დაფინანსდება
![](https://24media.ge/wp-content/uploads/3-16.jpg)
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
როგორც, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აქამდე 120 000 ლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 000 ლარს ანაზღაურებდა.
„ ხშირად რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, 120 000 ლარს, დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)