კონფერენციას „ქალები ინოვაციაში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“ გაიმართა.  ღონისძიება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020“ – ის პროექტის ,,CALIPER“-ის ფარგლებში განხორციელდა. კონფერენციაზე, STEM მიმართულებით მოღვაწე მეცნიერი და ინოვატორი ქალების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიების მონაწილეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონფერენციის მიზანს STEM მიმართულების წარმომადგენელი მეცნიერი და ინოვატორი ქალების საქმიანობის წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება, მოტივაციის ამაღლება და მეცნიერი ქალების კვლევებში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიების დასასრულს,  2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში“ გამარჯვებული მეცნიერის, ბიოლოგიის დოქტორის, თამარ ხარძიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.


სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას

ეროვნულ არქივში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა

რიხარდ მეკელაინის პირადი არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა

პოდკასტი