სოფელი, რომელიც ისტორიული ძეგლებითაა ცნობილი

ტნუსი, თავისი ღირშესანიშნავი ძეგლებით,  გამორჩეული სოფელია.  სოფელი ტნუსი (დნუსი, დუნუსი)   აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუციპილატიტეტში, განთიადის თემში მდებარეობს. სოფელი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ,,საქართველოს გეოგრაფიასა“  და იოანე ბატონიშვილის, 1794-1799 წლების, ,,ქართლ-კახეთის აღწერაში“. სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი: ტნუსის შველის ეკლესია, ტნუსის მალხაზის საყდარი და ტნუსის თეკენების მონასტერი.

ტნუსის შველის ეკლესია

ტნუსის შველის ეკლესია

ტნუსის შველის ეკლესია, სოფლის მიმდებარედ, მდინარე მაშავერას ხეობაში, მთის ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი 1688 წელს აუშენებიათ. ეკლესიის გვერდით თანადროული სამრეკლო დგას, რომელშიც განვითარებული შუა საუკუნეების ჩუქურთმიანი ქვა არის ჩაშენებული. ეკლესია მდიდარია გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით.

ტნუსის მალხაზის ეკლესია

 ტნუსის მალხაზის ეკლესიაც სოფელ ტნუსის მიმდებარედ, მდინარე მაშავერას ხეობაში, ხეობის ფერდზე მდებარეობს. ტაძარი, სავარაუდოდ, მე-10 საუკუნეში უნდა იყოს აგებული. კედლები ბაზალტის ქვითაა აშენებული. ძეგლის გარშემო მაღალი კულტურული ღირებულებების საფლავის ქვებია. ტნუსის მალხაზის ეკლესია, დღესდღეობით, დაზიანებულია და რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს.

ტნუსის თეკენების ეკლესია

ტნუსის თეკენების ეკლესია

ტნუსის თეკენების ეკლესია  კი მდინარე მაშავერას ნაპირზეა.  ტაძარი გვიან შუა საუკუნეებშია აგებული, მის გარშემო კი  მეგალითური ნამოსახლარია შემორჩენილი. ეკლესიის მიმდებარედ, აგებულია კელია, თუმცა, ამ მომენტისთვის, მონასტერი არ ფუნქციონირებს. ტნუსის თეკენების ეკლესია რესტავრირებულია.

 

იხილეთ ფოტო კოლაჟი

ტნუსის შველის ეკლესია

 

ტნუსის შველის ეკლესია. კედლის ფრაგმენტი

 

ტნუსის მალხაზის ეკლესია

 

ტნუსის თეკენების ეკლესია

 


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი