ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკა აჟღერდება

დღეს, ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკა აჟღერდება. ქართული მუსიკის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და ბრიტანული და ქართული კონსერვატორიების მრავალწლიან ურთიერთობებს ეძღვნება. ღონისძიება Erasmus+ სტაჟიორის, რუსა მჭედლიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.  კონცერტში მონაწილეობას თბილისის კონსერვატორიის სტუდენტ-სტაჟიორები და სხვა არაერთი მნიშნვნელოვანი  ადამიანი მიიღებს. მათ შორის არიან Erasmus+ საერთაშორისო ვიზიტით მყოფი ცხრა აკადემიური პერსონალი და კონცერტმაისტერი: ირინა რამიშვილი, ნინო ლეშკალშელი, მარინა ჭანიშვილი, ხათუნა ლოლაძე, ბორის ძნელაძე, რატი გვალია, ნათია ქავთარაძე, ჯონი ასიტაშვილი და მარინა მატრეველი.