გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

გურიისა და აჭარის რეგიონში,  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედმა“ მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტი, სახელწოდებით „ბავშვები ბავშვებისათვის – სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები გურიისა და აჭარის მოზარდებისთვის“ წარმატებით განახორციელა.

პროექტი მიზნად ისახავდა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას; 2023-2024 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, გურიისა და აჭარის რეგიონის ბავშვებისათვის საზეიმო განწყობის შექმნას; ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების საზოგადოებისთვის გაცნობას; მოზარდებში კლასიკური მუსიკალური ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვიძებას, მათი გემოვნების ჩამოყალიბებას, დახვეწასა და ცოდნის გაღრმავებას; პროფესიული სპეციფიკის, უნარებისა და საბაზისო კომპეტენციების გამომუშავებას; რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მუსიკალური განათლების დონის ამაღლებასა და ასე შემდეგ.

პროექტის ავტორი და ორკესტრის ხელმძღვანელი ირინა ოდიშარია, მხარდამჭერები კი  კულტურის სამინისტრო და ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერია გახლდათ.

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

საქართველო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

პოდკასტი