საქართველო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
![](https://24media.ge/wp-content/uploads/371923346_319047840484789_8288757260425206126_n.jpg)
18 – 22 სექტემბერს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,საქართველო” გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ( ,,ბასიანი“, ,,დიდგორი“, ,,იალონი“, ,,ადილეი“, ,,მარგალიტი“, ,,ლალხორ“), ევროპის ხუთი ქვეყნის- იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ფოლკლორული ანსამბლები (,,მასპინძელო“, ,,დუო“, ,,მეზობლები“, ,,ტევრი“, ,,საქართველო“) გამართავენ კონცერტებს. ანსამბლის წარმომადგენლები ქართულ- ხალხურ სიმღერას წლებია სწავლობენ და ასრულებენ.
გარდა ამისა, 19 სექტემბერს, ახალციხის ციხეზე დაგეგმილ კონცერტზე მონაწილეობას ახალციხის სალოტბარო სკოლა და ადგილობრივი ანსამბლი ,,მესხეთი” მიიღებს; 21 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა – კონცერტი გაიმართება; 22 სექტემბერს კი ფესტივალი ფოლკლორის ცენტრში საზეიმოდ დაიხურება.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)