ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

22-24 სექტემბერს, ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა”  და  „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს.

„ზესტაფონქალაქობა 2023“ საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, დღეს, ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით, კონცერტი ჩატარდა. 17.00 საათზე მთვარისა ყიფიანის საღამოა დაგეგმილი, პირველ სამუსიკო სკოლასთან კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება.

23 სექტემბერს, ფესტივალი 11 საათის შემდეგ  განახლდება. ღონისძიების ფარგლებში,  სოფელ ქვედა საზანოში, სპორტული მოედანი გაიხსნება, 14.00 საათზე კი, ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე, ფესტივალი ,,სულიკო2023“ დაიწყება.

ფესტივალის ფარგლებში, 24 სექტემბერს, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.  დღის განმავლობაში, გაიხსნება ,,დიდების მემორიალი“ და გია აბესაძის სახელობის სკვერი, ნარდში ჩატარდება ტურნირი, საბავშვო გასართობ სივრცეებში პატარებს ზღაპრის გმირები დაელოდებიან, ადგილობრივი მეწარმეების მიერ კი ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს, ფულადი პრიზებით დააჯილდოებენ. დაჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები და საპატიო ზესტაფონელებიც. დღის ბოლოს, ფესტივალი  გალა კონცერტით დასრულდება.

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ახალი სპორტული მოედანი და სკვერი წილკნის დევნილთა დასახლებაში

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი