17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

17 სექტემბრიდან, რიგით 31-ე მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იწყება. წლევანდელი ფესტივალი თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების პროგრამა  დიდ სიმფონიურ ტილოებს, ინსტრუმენტულ კონცერტებსა და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს მოიცავს, რომელთა შესრულებაშიც, ორკესტრთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი სოლისტები და გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერდის ოპერის “აიდა” საკონცერტო შესრულება, რომელიც ორკესტრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგანგებოდ მომზადდა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალის სულისჩამდგმელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძეა. მისი მიზანი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე, „შემოდგომის თბილისი’ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და  კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს აერთიანებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით. გარდა ამისა, ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას. აგრეთვე, დიდი ყურადღება ეთმობა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობას.
ყოველწლიურად, ფესტივალს მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ.

31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” 21 ოქტომბერს დასრულდება.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი