ახალი სპორტული მოედანი და სკვერი წილკნის დევნილთა დასახლებაში

წილკნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მიმდებარედ, ახალი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. პროექტი ადგილობრიცი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამუშაოები კი მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს. აღნიშნული სპორტული და დასასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა.

პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულთათვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სპორტული სივრცე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

სკვერში კი, პროექტის შესაბამისად, ბავშვებისთვის  ატრაქციონები მოეწყო, სადაც  უსაფრთხოების მიზნით,  კაუჩუკის ფილები დაიგო, ბილიკებზე კი კერამიკული ფილები განთავსდა. სკვერში დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და დაირგო ხე მცენარეები. ტერიტორია  ლითონის კონსტრუქციით შემოიღობა.

ერთ სივრცეში მოქცეული აღმზრდელობითი, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანი და კომფორტული იქნება, როგორც პატარებისათვის, ასევე ახალგაზრდებისა და უფროსი თაობისთვის.


ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა

ილია ჭავჭავაძის სახლ – მუზეუმის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

პოდკასტი