ილია ჭავჭავაძის სახლ – მუზეუმის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ საგურამოში, 21-ე ქუჩაზე, საავტომობილო გზის გამყოფი გამწვანებული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში,  ტროტუარების, ბილიკებისა და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.  სკვერში სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები და სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი განთავსდება, არსებულ გარე განათების ლამპიონებს კი  რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შეიღებება და შეიცვლება მათი სანათები.

ბავშვთა სივრცეში და ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთში მოეწყობა დეკორატიული გამწვანება.

სახელშეკრულებო თანხა 764 780 ლარს შეადგენს.


ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

ახალი სპორტული მოედანი და სკვერი წილკნის დევნილთა დასახლებაში

პატარა ქანდაში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა

პოდკასტი