96 საათის სამყოფი ჟანგბადი დღეს, 7:08 წუთზე, ამოიწურა – მედიის განცხადებით, ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი გარდაიცვალა
,,ტიტანის” ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. აშშ-ის სანაპირო დაცვამ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავში მყოფი ხუთივე ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.
ბორტზე OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგოელე იმყოფებოდნენ.
როგორც სანაპირო დაცვის ოლქის მეთაური ჯონ მაუგერი ამბობს, დისტანციურად მართულმა ტექნიკამ, არქტიკიდან, ჩაძირული ,,ტიტანიკის” ერთ-ერთ ნაწილთან ახლოს, წყალქვეშა ნავის ,,ტიტანის” კუდის კონუსი დააფიქსირა.
19 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, ,,ტიტანიკის” ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა. კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყდა.