რეგულირების სააგენტომ 563 მედიკამენტი პროაქტიულად დაარეგისტრირა

ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, რეგულირების სააგენტომ,   ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 563 ფარმაცევტული პროდუქტი დაარეგისტრირა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა.

„ჩვენ, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას, პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებდა, ან კონკურენციის გამო, რეგისტრაციას აუქმებდა, რათა პრეპარატი სხვას არ შემოეტანა. ამ მექანიზმით კი, ეს რისკიც უკვე დაზღვეულია“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განცხადებით, პროაქტიული დარეგისტირება ფარმაცევტულ კომპანიებს ხელს შეუწყობს  წამლები ქვეყანაში გამარტივებული წესით შემოიტანონ. პროაქტიული წესით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს. პროაქტიული წესით რეგისტრირებული მედიკამენტების ჩამონათვალის  ნახვა ჯანმრთელობის სამინისტროს გვერდზეა შესაძლებელი.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პოდკასტი