,,შოთაი და იაი“- მონასტრის ფრესკა, რომელსაც შოთა რუსთაველს უკავშირებენ

ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის სოფლის მახლობლად,  ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლი დგას.  წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესია, რომელსაც ქვაბისხევის „ღვთისმშობელსაც“ უწოდებენ, VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. მაღალ კლდოვანი ქედის კალთაზე აშენებული მონასტერი სამნავიანი ბაზილიკაა.

ეკლესიის მხატვრობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულება, რომელსაც ასომთავრულად „შოთაი და იაი” აწერია. ლეგენდა გვამცნობს, რომ მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ქალი კი მისი დედაა. გადმოცემის მიხედვით, სოფელი ქვაბისხევი შოთას დედულეთი ყოფილა, აქ გაზრდილა და სათანადო განათლებაც აქ მიუღია.

რუსთაველის მესხური წარმოშობის საკითხი, 1965 წელს, სარგის ცაიშვილმა „შოთას პორტრეტი ქვაბისხევის ბაზილიკაში“ დააყენა. ფრესკების აღმომჩენი ნიკო ბერძენიშვილი გახლავთ.

ქვაბისხევის სამონასტრო კომპლექსის ქვემოთ ძველი ნასოფლარია,  სადაც სახლები დარბაზული ტიპისაა და დიდი ლოდებითაა ნაგები. აქვე, მაღალ კლდეში სამალავებია გამართული, რომელთაგან რამდენიმე კიდევ შემორჩენილია.

ადრეულ პერიოდში, ამ მხარეში მხოლოდ ექვსი მოსახლე ცხოვრობდა. დღესდღეობით, ეს სოფელი საკმაოდ მოზრდილია. აქ ხალხის უმეტესობა  რაჭიდანაა გადმოსული.

ქვაბისხევის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია 2006 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა.

 


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი