12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

12 ივლისი, წმინდანების- პეტრესა და პავლეს ხსენების დღეა. დღეს, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. პეტრე-პავლობას წინ ერთთვიანი მარხვა უძღვოდა.

მართლმადიდებელი ეკლესია, მოციქულთა შორის, განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრესა და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.  წმინდანები, თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით, სხვა მოციქულთა შორის, გამორჩეულნი იყვნენ, რის გამოც, მათ ეკლესია იხსენიებს, როგორც ,,თავთა მოციქულთა“.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე, ისინი გალილეის ტბასტან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელი სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო, უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით, იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენიდან იყო. უფლის მოწოდებამდე, მას სავლე ერქვა და, მღვდელმთავართა დავალებით, მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით, უეცრად დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდანებს შორის ერთგვარი სულიერი მსგავსება იყო. ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს,  ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად. სხვა გადმოცემით კი, პეტრეს ჯვარცმის შემდგომ, წმინდა პავლე მოციქულს, სრული ერთი წლის შემდეგ, მახვილით მოკვეთეს  თავი. მათი ხსენების დღესასწაული იმთავადვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტიანთათვის.

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში, IV  საუკუნეში, წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი