კვლევის ცენტრმა ისტორიული მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა აღნუსხა

ხედი გურკელის კოშკიდან, სოფლები გურკელი და წინუბანი

ახალციხის მუნიციპალიტეტში 16 დღიანი საკვლევი ექსპედიცია წარმატებით დასრულდა. კვლევის ცენტრმა მესხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღნუსხა. ექსპედიციის მონაწილეებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელსა და ნასოფლარში, 150-მდე კულტურის ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი აღწერეს. გარდა ამისა, ტაძრების ინტერიერში დაფიქსირდა რამდენიმე ნაკაწრი წარწერა და აღიწერა ლაპიდარული წარწერები (გაკეთდა პალეოგრაფიული ასლები). საბოლოოდ, პროექტის ,,ისტორიული მესხეთის მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი კატალოგის” ფარგლებში, 70-მდე ეკლესია, 7მონასტერი, 15-მდე ციხე-კოშკი, 6 მეჩეთი, 2 ხიდი (ან ხიდის ფრაგმენტი), 10-მდე დარანი, 10- მდე სხვა კულტურის ძეგლი (აბანო, წყაროს ნაგებობა, მესხური დარბაზი და სხვა) და 30-მდე ცალკეული არტეფაქტი დაფიქსირდა. პროექტი  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ბიეთი, მონასტერი, მთავარი ტაძარი

ბიეთი, მონასტერი, ტაძრის მოხატულობა

 

მოგეხსენებათ, მესხეთში, უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა თუ კულტურული ძეგლები, რომლებიც ათასწლეულებს ითვლიან, დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი. სწორედ ამიტომ, კვლევის ცენტრი ახალციხეს შემოდგომაზე კვლავ დაუბრუნდება. მანამდე კი, ექსპედიციის მონაწილეები, აგვისტოს თვეში, ადიგენის ექსპედიციისთვის ემზადებიან.

 

ლიკა მაჩხანელი

იხილეთ ფოტოკოლაჟი:

ბერთა, ეკლესია

გურკელი, კოშკი

გურკელი, ციხე

ვარგავი, ეკლესია

თოკი, ეკლესია

თოკი, მონასტერი. და-ძმის ეკლესია

თოკი, მშრალი წყობის ნაგებობები

თოკი, ეკლესია

მაიკეთი, ეკლესია

ორცეფი, ეკლესია

პატარა ბიეთი, საფორთიფიკაციო ნაგებობა, შემორჩენილი კედელი

ურაველი, ეკლესია (ტრიკონქი)

ხეოთი, მონასტერი, ეკლესია

ხეოთი, მონასტერი

წოთხევი, ნასოფლარი


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

პროექტს ,,თამარ მამალაძის ნაკვალევზე” მესტიამ უმასპინძლა

პოდკასტი