ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი  დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ოპერაციულ ჩარევას მოიცავს. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს უნდა მიმართოს და განაცხადი ადგილზე გააკეთოს.

კლინიკებში პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10 %-ით იზრდება

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პოდკასტი