ჩანჩქერი დასავლეთ საქართველოში, რომელიც ყველა მნახველს აღაფრთოვანებს
სამცვერას ჩანჩქერი, მდინარე ძუსას ხეობაში, სოფელ ზოვრეთის აღმოსავლეთითა და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მდინარეს ორივე მხრიდან ტყე აკრავს, რაც მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ჩანჩქერის სათავესთან ხელოვნური ჯებირია მოწყობილი, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება.
სამცვერას ჩანჩქერი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. ჩანჩქერს ზაფხულობით უამრავი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლიათ მდინარე ძუსაში იბანაოთ და სასიამოვნო დრო გაატაროთ ბუნებაში.