აბედათის ციხე – სიმაგრე დანგრევის პირასაა

,,აბედათის ციხე-სიმაგრე – გვიანანტიკური (IV-VI სს. – ?) მძლავრი ფენებით, სწორკუთხა კოშკებით, ზორბა ლოდებით, ლაღი გეგმარებით, შემდეგ ალბათ დანგრეულ-მიტოვებული, მოგვიანებით – გადაკეთებებით და აღდგენებით, უჩვეულოდ მაღალი გალავნით, ძველი იერის, არცთუ ისე გვიანდელი (IX ს. – ?) ტაძრით, ნამარნევით, ოჯალეშის ახალი კოხტა ვენახებით, ზღაპრული პანორამით აბაშის ხეობისა და შორს – მარტვილის მონასტრისკენ… საოცარი ძეგლია, ყველას გულით გირჩევთ მის ნახვას, ვინც სამეგრელოში, მარტვილში მოხვდებით. ჯერ გავიცნოთ, შევიყვაროთ ჩვენივე ქვეყანა და შველაც ალბათ ესაა”,-  წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფეისბუკ გვერდზე.

ისტორიკოსის თქმით, აბედათის ციხე-სიმაგრე დანგრევის პირასაა, მისი გადარჩენის სურვილი კი დღემდე არავის გასჩენია, მიუხედავად არაერთი თხოვნისა.

აბედათის ციხე- სიმაგრე მოქმედი მონასტერია, ერთი ბერის იმედად.

იხილეთ ფოტოკოლაჟი: