სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ქარელის რაიონის სოფელი დირბში მდებარეობს. დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული, რომელიც უშვილოთა შემწეა. მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული) ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა.

დირბის „მიდგომილ ღვთისმშობელს“, რომლის მსგავსი გამოსახულებაც მართლმადიდებლურ სამყაროში ძალზედ იშვიათია, მრავალი სასწაული უკავშირდება. მას  უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები ევედრებიან. ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით არაერთი სასწაული მომხდარა.

თავად ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა.

XXI საუკუნის დასაწყისში, ეკლესია თითქმის მიწით დაფარული და განადგურებული იყო.

2003 წელს, ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ეკლესიაში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს-ის უნიკალური ფრესკები.

მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული  დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.

დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით.

ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული.


,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი