უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა

გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად, გლდანში ერთი ოჯახი დაზარალდა, რომელიც სასტუმროში გადაიყვანეს.

გლდანის გამგეობის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცხელ ხაზზე  შეტყობინებები დაფიქსირდა, გამგეობის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა მისამართზე მივიდნენ. პროცესი დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა. პარალელურ რეჟიმში, „თბილსერვისის“ მიერ, ტერიტორია ქვა-ღორღისგან გაიწმინდა. დღეის მდგომარეობით, სიტუაცია სრულად განმუხტულია.

„გუშინ, გლდანის რაიონში ძლიერი ნალექი იყო. მეტროს ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც კონკრეტული ნაწილის დატბორვა მოხდა, შესაბამისი სამსახურების დროული ჩართულობითა და რეაგირებით პრობლემა მოგვარდა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები. ჩვენ ჩვენი ძალებით რაც შეგვეძლო, მაქსიმალური გავაკეთეთ.  პირველ ეტაპზე, მოსახლეობას დავეხმარეთ, რომ გამოსულიყვნენ გარე ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით სიტუაცია სრულად განმუხტულია. რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, ერთი ოჯახი გვყავს, რომელსაც დაენგრა კედელი, ისინი იმავე წუთში გადავიყვანეთ ჩვენ სასტუმროში. ახლა დავგეგმავთ, თუ ამ ოჯახთან დაკავშირებით რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ.