სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო 1 კგ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

,,სამწუხაროდ, კახეთში სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არც ერთი კილოგრამი დაზიანებული თუ დასეტყვილი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე, პრემიერმა, აღნიშნულ სფეროში, ახლანდელ და წინა ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს, თუ სად ვიყავით 10 წლის წინ. იმ პერიოდში, ქვეყანაში მეღვინეობის 40-მდე კომპანია არსებობდა, დღეს კი  2500 კომპანიაა. ვენახების ფართობები მთლიანად, დაახლოებით, 25 ათას ჰექტარს შეადგენდა, ბოლო 10 წელიწადში კი ვენახების ფართობები გაორმაგდა. 50 ათასი ჰექტარი ვენახი არის გაშენებული ქვეყანაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ შარშან 270 მლნ ლარი მიიღეს კახეთში მევენახეებმა შემოსავლის სახით.

წინა წელს, რეკორდული რაოდენობის, 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან, ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, საშუალება ეძლევათ მეტი განვითარების, მეტი გამდიდრებისა და ა.შ.  ეს არის რეალობა. ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ გავაძლიერებთ, კიდევ ურო მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს.

ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ აუცილებელია, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან, თუ არ ვცდები,  50%-იანი თანადაფინანსება გვქონდა, რომელიც ახლა 70% – მდე გავზარდეთ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სტიქიის შედეგად დაზარალდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა  ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია, სახლის სახურავები და ხეები კი მოგლიჯა.

 


სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

,,ღვთისგან ნაბოძები” ადგილი, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად აგებისთანავე იქცა

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

უკანონოდ დარეგისტრირებულ სახელმწიფო მიწებზე ამნისტია გამოცხადდება

პოდკასტი