საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება

საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება იწყება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით”,- ნათქვამია  საპატრიარქოს ინფორმაციაში.

პირველი საყოველთაო ნათლობა, სამების ტაძარში, 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
საყოველთაო ნათლობის იდეა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს  ეკუთვნის. მისი  მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.

ამ დროისათვის, საქართველოს საჭეთმყრობელს 46 693 ნათლული ჰყავს.


,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

პოდკასტი