ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები, რომლებიც მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ და სახლებს ასურათებენ. ამ ეტაპზე, ქალაქ ოზურგეთს წყალმომარაგება სრულად აღუდგა, ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, ელექტროენერგიის გარეშე კი 20 ოჯახია დარჩენილი.

,,ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე, გზები გასწორდა, რომ მოსახლეობამ მანქანებით გადაადგილება თავისუფლად შეძლოს. ქალაქ ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და, ამ ეტაპზე, ქალაქში სრულად აღდგენილია. გუშინ, 250 – ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება.

ამასთან, გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის დაგუბება. გუშინ, ერთ-ერთ ლოკაციაზე შეინიშნებოდა წყალშეკრება, რომელიც მათ დროულად შეაფასეს და სამაშველო სამსახურმა მისი განეიტრალება მოახდინა. დაიცალა წყლის შეგუბება, რომელიც, შესაძლოა, საფრთხის შემცვლელი ყოფილიყო”, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.


სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი